სანამ შექმნით საკუთარ საიტს, უნდა იცოდეთ:
– რას ნიშნავს გქონდეთ კარგი საიტი?
– რა ჯდება საიტების დამზადება საქართველოში?
– როგორი უნდა იყოს საიტი?
– როგორ შემოვიყვანოთ საიტზე ბევრი მომხმარებელი, რომ ის გახდეს კარგი საიტი თქვენი ბიზნესისთვის;
– რა კრიტერიუმები უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვიტავთ ვის შეუკვეთოთ საიტის დამზადება;
– როგორ შევარჩიოთ ვებ სტუდია, ვინც დაგიმზადებთ საიტს.
რას ნიშნავს გქონდეთ კარგი საიტი ?
საიტებს ძირითადად ამზადებენ ბიზნესისთვის, პირადი საიტებიც კი იგივე მიზანს ემსახურება, რადგან ამ შემთხვევაშიც საიტების დამზადება რაღაცის პოპულარიზაციის მიზნით ხდება.
საიტი ეს არაა მარტო ლამაზად გაწყობილი ინფორმაცია ინტერნეტში, მას აქვს თვალით უხილავი ელემენტები. სწორედ ამ ელემენტების კარგი ცოდნა გახდის თქვენს საიტს წარმატებულს და მაშასადამე თქვენს ბიზნესსაც, რომლისთვისაც არის ეს საიტი შექმნილი. თუ აპირებთ საიტის დამზადებას, გთხოვთ, არ დაიზაროთ და აუცილებლად წაიკითხეთ აღნიშნული სტატია ბოლომდე, რა თქმა უნდა თუ გინდათ ჩაწვდეთ ამ წარმატების უხილავ ელემენტებს. მე გთავაზობთ, სანამ შექმნით საკუთარ თუ კომპანიის საიტს აუცილებლად მიიღეთ ეს ცოდნა, რომ ტყუილად არ დახარჯოთ დრო და არც ზედმეტი თანხა.
სავარაუდოდ ამ სტატიას წაიკითხავს სხვადასხვა ტიპის მკითხველი, ზოგი მეტად ერკვევა საიტის დამზადების საკითხებში და ზოგი ნაკლებად, ამიტომ არ მიწყინოთ, თუ ამ თემას ბევრად მარტივი ენით შევეხები, ვიდრე მას პროფესიონალური ლექსიკა მოითხოვს. ასევე შევეცდები შედარებით მარტივი ელემენტებიდან დავიწყო იმის ახსნა, რასაც ქვია ვებ საიტების დამზადება, ანუ ვებ გვერდის შექმნა.
უკვე აქტუალური არაა ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა კომპანიას და ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკუთარი საიტი, ანუ ვებ გვერდი ინტერნეტში. ყველაზე კონსერვატულ მეწარმესაც ესმის, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს აქვს. რაც მეტად გაუწევს ვინმე ამ ფაქტს იგნორირებას, მით მეტი იქნება უფსკრული მას და მის მომხმარებლებს შორის. რა უნდა ვიცოდეთ და რა ეტაპები უნდა გავიაროთ, რომ შევქმნათ ისეთი საიტი, რომელიც დაგიჯდებათ მისაღები ფასი და ასევე ბიზნესსაც მოუტანს საგრძნობ შემოსავალს? საერთოდ, რას უნდა აკეთებდეს კარგი საიტი? ამაზე პასუხი უმარტივესია: ვებ საიტმა შემოსავლის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ამისათვის მან უნდა გაზარდოს კომპანიის მომხმარებლები. მაშასადამე ვებ საიტის მიზანი უნდა იყოს ინტერნეტ მომხმარებლების მოზიდვა და კომპანიის მომსახურებით ან საქონლით დაინტერესება. ვებ საიტმა ამ მიზანს, რომ უპასუხოს საკმარისი არაა უბრალოდ გქონდეთ ვებ საიტი ინტერნეტში, რაც არ უნდა კარგი იყოს ის ვიზუალურად. თუ საიტზე არ შემოვიდა შესაბამისი რაოდენობის მომხმარებელი მის კარგ დიზაინსაც და მასზე განთავსებულ ინფორმაციასაც ვერავინ შეაფასებს. მხოლოდ ლამაზი საიტის დამზადება ნიშნავს ტყეში გქონდეთ ლამაზი სასტუმრო, სადაც არავინ ჩამოდის, რადგან არავინ იცის მის შესახებ და არც გზა არსებობს იქამდე მისასვლელი. ასე გამოიყურება საიტები, როლებზეც მომხმარებლები შედიან მხოლოდ ნაცნობის ნათქვამით ან სავიზიტო ბარათის წარწერიდან. ამ შემთხვევაში ვებ საიტი ასრულებს მხოლოდ აქსესუარის როლს და ვერ მოიზიდავს მომხმარებელს. ბევრი კომპანიის საიტი არის სწორედ ასეთი აქსესუარის როლში, დარწმუნებული ვარ ამ დღეშია ქართული კომპანიების დიდი უმრავლესობა.
სტუდია (http://saitebi.site), რომელიც არა მარტო დაგიმზადებთ საუკეთესო
საიტს, არამედ დაგიგეგმავთ თუ როგორი უნდა იყოს თქვენი კომპანიის საიტი
რა ღირს საიტების დამზადება საქართველოში?
1. ვებ საიტების დამზადების ღირებულება. საიტების დამზადების ღირებულება დამოკიდებულია პროქტის ინდივიდუალორობაზე, შესასრულებელი სამუშოს სირთულეზე და მოცულობაზე, რა თქმა უნდა ვებ სტუდიაზეც. ამ მხრივ ვებ გვერდებს ყოფენ ტიპებად. კერძოდ შემიძლია ჩამოვთვალო შემდეგი ტიპის საიტები:
v პირადი საიტის დამზადება. ფასი 300.00 ლ – დან : საიტი, რომელიც მოგვითხრობს ერთ ადამიანზე, მის ინტერესებზე თუ საქმიანობაზე. ასეთ საიტებს ძირითადად უწერიათ “შემოდი ჩემს საიტზე”.
v სავიზიტო საიტის დამზადება. ფასი 400.00 ლ – დან: ვიწრო ინფორმაცია კომპანიის და მისი სერვისების შესახებ;
v კორპორატიული საიტის დამზადება. ფასი 700.00 ლ – დან: გაფართოებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სიახლეები, მომსახურებების ჩამონათვალი, მენეჯმენტი და სხვა. ასეთ საიტებს აქვთ იმიჯის შექმნის და სარეკლამო პოტენციალი. რეკლამას უწევენ მომსახურებას და გასაყიდ საქონელს. მაგალითად ბანკების საიტები.
v ინტერნეტ მაღაზიის საიტის დამზადება. ფასი 1200.00 ლ – დან: ეს არის საიტების განსაკუთრებული ტიპი, საიდანაც ხდება საქონლის ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით. უკვე საკმაოდ ბევრია ასეთი მაღაზიები ინტერნეტში, კერძოდ საქართველოშიც. ონლაინ მაღაზიის ფასი არაა სტანდარტული, რადგან სხვადასხვა ფუნქციის და დეტალის მიხედვით ის განსხვავდება. ეს უკვე არის არა საიტი, არამედ ინტერნეტ ბიზნესის წარმოების პროგრამა. მსოფლიოში არსებობს მილიარდიანი ღირებულების ბიზნეს პლატფორმები. საკმაოდ იაფად მოხერხებული ინტერნეტ მაღაზიების შექმნის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე: ონლაინ მაღაზიების შექმნა
v ინდივიდუალური პროექტის საიტის დამზადება. 1500.00 ლ – დან: ასეთი სატები წარმოადგენს გარკვეულ პროგრამას ინტერნეტში, რომელიც დამკვეთის მიერ მოფიქრებული ალგორითმით ურთიერთობს მომხმარებელთან და/ან თანამშრომლებთან ინტერნეტით და ამით ხელს უწყობენ მომხმარებლების უკეთეს მომსახურებას. საბოლოოდ ასეთი საიტები მიზნად ისახავენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის განვითარებას და შემოსავლების მკვეთრ ზრდას.
საიტების დამზადების ფასები კორექტირდება ასევე გამოყენებული ტექნოლოგიების და მობილურ ვერსიებზე ოპტიმიზირების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
v კიდევ რა დამატებითი ხარჯები არსებობს საიტების დამზადების შემდეგ.:
i. დომენი www …? საიტის მისამართი ინტერნეტში. ყოველწლიური გადასახადი 30.00 ლარი. ძალიან მნიშვნლოვანია კარგი დომენური სახელის შერჩევა. დომენის სახელის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები: 1). შინაარსით უნდა პასუხობდეს შესაბამის საქმიანობას ინტერნეტრესურსის შემთხვევაში, კომპანიის შემთხვევაში შეიძლება იყოს კომპანიის სახელწოდება; 2). დაასმახსოვრებლად და დასაწერად უნდა იყოს მარტივი; 3). უნდა იყოს ლაკონური და არა გრძელი; ნებისმიერი ქართული თუ უცხოური დომენის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: saitebi.site;
ii. ჰოსტინგი. ეს არის საიტების სივრცე, სადაც უნდა განთავსდეს დამზადებული საიტი, რომ იყოს ინტერნეტში. ჰოსტინგი ეს არის გარკვეული სივრცე სპეციალურ კომპიუტერში (სერვერზე), რომელიც მუდმივად არის ჩართული ინტერნეტში. ჰოსტინგს აქვს თავისი პარამეტრები, ასევე ელ-ფოსტის შექმნის და სხვა მომსახურების შესაძლებლობა. ჰოსტინგის გადასახადი ჩვეულებრი კომპანიის საიტისთვის არაა ძვირი და მისი გადახდა ძირითადად ხდება ყოველთვიურად დაახლოებით 5-დან – 15-მდე ლარის ფარგლებში, ან ყოველწლიურად დაახლოებით 50.00-დან – 250.00-მდე ლარი. ჰოსტინგს სავარაუდოდ შეგირჩევთ თქვენი პარტნიორი ვებ სტუდია, კერძოდ ვინც განახორციელებს საიტის დამზადებას. კარგი ჰოსტინგის მომსახურება შეღავათიან ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე იგივე პორტალზე: saitebi.site თუ საიტი შექნილია ინტერნეტ ბიზნესისთვის და მასზე დატვირთვა იზრდება მომხმარებლების ზრდასთან ერთად, მაშინ ყოველთვის შესაძლებელია პერიოდულად გაიზარდოს ჰოსტინგის / სერვერის პარამეტრები (სიმძლავრე) უფრო ნაკლები პაკეტიდან უფრო დიდი პაკეტზე გადასვლით. საერთოდ დიდი კომპანიები საკუთარ სერვერებს იძენენ, მაგრამ თუ ამ დონემდე მივიდა თქვენი ბიზნესი ე.ი. თქვენს კომპანიას წესით უკვე უნდა ყავდეს აყვანილი საკუთარი სპეციალისტი ამ სფეროში.
iii. კიდევ ერთი დამატებითი ხარჯი, რაც თან სდევს საიტების დამზადებას, ეს არის მისი განვითარების ხარჯი. კერძოდ, საქმიანობიდან გამომდინარე ბიზნესი ვითარდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები თუ პრობლემები და მაშასადამე ვებ საიტი უნდა პასუხობდეს ამ ცვლილებებს. პერიოდულად შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული პროგრამული თუ დიზაინერული ცვლილებების და დამატებების გაკეთების აუცილებლობა, რომ საიტმა კომპანიას მისცეს მაქსიმალური შედეგი. მაგალითად: ჩნდება საჭიროება საიტს დაემატოს რეგისტრაციის სისტემა; საჭიროა მომხმარებლებთან უკუკავშირის უფრო ძლიერი საშუალების შექმნა საიტზე; საიტის რედიზაინი სა სხვა. ვერასოდეს შეიქმნება წინასწარი გათვლით ისეთი ბიზნეს საიტი, რომელსაც არ დასჭირდება განვითარება, თუ ლაპარაკია ინტერნეტში წარმატებულ საქმიანობაზე.